გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
11 თვე
დასრულებული
პროექტის უპირველესი მიზანია იურიდიული ინგლისურის სწავლების ხარისხის ამაღლება რეგიონული უნივერსიტეტების იურიდიულ სკოლებში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (GRUNI) პროექტში ჩაერთვება თელავის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტები, ასევე GRUNI-ს ბათუმის ფილიალი. პროექტის განხორციელების პერიოდში გამოვლინდება იურიდიული ინგლისურის შემსწავლელი კურსის პროფესორების საჭიროებები და შესაბამისად პროექტი მათზე მორგებულ ინტენსიურ კურსებს შეიმუშავებს.
GRUNI მუდმივ მენტორობას გაუწევს პროექტის ბენეფიციარებს, მიაწვდის მასალებს და დაეხმარება პროფესორებს იურიდიული ინგლისური ენის სილაბუსების განახლებაში. ამის შედეგადაც გაუმჯობესდება იურიდიული ინგლისური ენის სწავლება სტუდენტებისთვის ექვსი რეგიონალური უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.