იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
8 თვე
მიმდინარე
პროექტის მთავარი მიზანია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული კლინიკის მოდერნიზება, შემდეგი მიმართულებების დამატებით: ა) პრაქტიკული სამართლის მიმართულება, რა დროსაც სტუდენტები ჩაატარებენ გაკვეთილებს/საინფორმაციო შეხვედრებს სამართლებრივ საკითხებზე კახეთის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და შესაბამისი სამიზნე აუდიტორიისთვის (მოწყვლადი ჯგუფები და ბიზნეს სექტორი); ბ) გაუწევენ მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, მათ შორის სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობას; გ) უნივერსიტეტის ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მცირე მეწარმეებისა და შესაბამისი ბიზნესის დარეგისტრირების მსურველებისთვის სამართლებრივ კონსულტაციებთან ერთად მოამზადებენ ბიზნეს გეგმებს.