კანონის უზენაესობის ცენტრი
7 თვე
მიმდინარე
პროექტი მიზნად ისახავს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში მომზადდება ანგარიში და რეკომენდაციები სამართალდამცავთა პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს, როგორიცაა საინფორმაციო ბარათების გამოქვეყნება და Facebook Live სესიების ორგანიზება, რომლის საშუალებითაც მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას პროცედურული უფლებების შესახებ.