ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
8 თვე
მიმდინარე
პროექტი მიზნად ისახავს ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მცხოვრებთა ცნობიერების ამაღლებას სასამართლო სისტემისა და სერვისების შესახებ, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართვისა და სასამართლოსა-მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის გაზრდის საშუალებით. პროექტის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ადიგენსა და ახალციხეში მართლმსაჯულების სისტემის შესახებ; ასევე, მომზადდება საგანმანათლებლო მასალები, რომელიც მოიცავს იურიდიული ტერმინოლოგიის განმარტებების, ქვიზების, სტატიებსა და სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამართლის კლუბი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიურ შეხვედრებს სასამართლოს ექსპერტებთან, სასამართლოსა და იურიდიული დახმარების ოფისში ვიზიტებს და იმიტირებულ სასამართლო პროცესს. პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყობა ადგილობრივების ვიზიტი ახალციხის რაიონულ სასამართლოში.