USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში არის 5 წლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).
პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.
პროგრამა აცხადებს კონკურსს ექსპერტის შესარჩევად, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურს დაეხმარება ფსიქოლოგთა რეესტრის ჩამოყალიბებაში.
განცხადებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 16 აპრილი, 2023 შუაღამე (ქართული დროით).