USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის 5 წლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).
პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.
პროგრამა აცხადებს კონკურსს თარჯიმან/თანაშემწის შესარჩევად, რომლებიც ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად თარგმანში დაეხმარება ამერიკელ მოსამართლეს მის მიერ გორის და ხაშურის რაიონულ სასამართლოებსა და ახლომდებარე ქალაქების კასპის და ქარელის მაგისტრატ სასამართლოებში ქართველ მოსამართლეთათვის მენტორობის განხორციელების პროცესში.
განცხადებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 17:00 საათი, 15 იანვარი, 2024