Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 - 31 იან, 2024

კონკურსი ახალციხეში ფოტოგრაფის შესარჩევად

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს ახალციხეში პროფესიონალი ფოტოგრაფის შესარჩევად, პროგრამის მიმდინარე საქმიანობისა და საჯარო ღონისძიებების ფოტოდოკუმენტირების მიზნით.

შერჩეულმა ფოტოგრაფმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ტიპის სერვისი:

  1. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი მარალი ხარისხით, პროფესიონალური ფოტოგადაღება;
  2. ბეჭდვის, ვებ/სოციალური გვერდების და მაუწყებლობისთვის ფორმატის შესაფერისი, მაღალი ხარისხის ფოტო მასალებით უზრუნველყოფა;
  3. ფოტო მასალების დამუშავება, რედაქტირება, და პროგრამის წარმომადგენლის მიერ მითითებულ ვადებში, ელექტრონული ფორმატით (google drive folder link-ის საშუალებით) მიწოდება;
  4. უნდა გამოიყენოს საკუთარი პროფესიული აღჭურვილობა ფოტოგადაღების და დამუშავებისთვის;
  5. პროგრამის დაკვეთის ფარგლებში გადაღებული ყველა ფოტო მასალა უნდა განიხილოს, როგორც პროგრამის ექსკლუზიური/კერძო საკუთრება. პროგრამის წამომადგენლის თანხმობის გარეშე, არ უნდა გამოიყენოს, გაუზიაროს ორიგინალი და/ან მისი მოდიფიკაციები ვერსიები, რომელიმე მედიასაშუალებას, გამომცემლობას, ორგანიზაციას ან პირს.

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა/ფოტოგრაფებმა უნდა შეავსონ ეს ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1ADiYqVi5LjaYW_dS5IWKVpcBTVDBT7p3w-5k0rSg7VA/edit?ts=64632414

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 იანვარი.

****

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში არის 5 წლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის,  და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

img

უახლესი ვაკანსიები

გაიგე მეტი
img
21 ნოე - 01 დეკ, 2024

ფსიქოლოგი/ტრენერი ბავშვთა უფლებების საკითხებში LAS იურისტებისთვის

პროგრამა აცხადებს ადგილობრივი ექსპერტის შესარჩევ კონკურსს, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს ბავშვის უფლებების შესახებ LAS იურისტებისთვის.

სრულად
img
21 ნოე - 01 დეკ, 2024

სამართლის ექსპერტი/ტრენერი ბავშვთა უფლებების საკითხებში LAS იურისტებისთვის

პროგრამა აცხადებს სამართლის ექსპერტის შესარჩევ კონკურსს, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს ბავშვის უფლებების შესახებ LAS იურისტებისთვის.

სრულად
img
22 ოქტ - 04 ნოე, 2024

ექსპერტი იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ანტიდისკრიმინაციული და სექსუალური შევიწროების ამკრძალავი დოკუმენტის დასახვეწად

პროგრამა აცხადებს კონკურსს ადგილობრივი ექსპერტის შესარჩევად, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურს დაეხმარება ანტიდისკრიმინაციული და სექსუალური შევიწროების ამკრძალავი დოკუმენტის გადამუშავებაში.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები