Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 სექ 2023

დისკუსია: ბუდაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ

19 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელზეც განხილული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ბუდაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ.

საქმე ეხება ქალაქ ტირანუზში 2000 წელს ჩამოწოლილ მეწყერს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება წინასწარ არაერთხელ იყო ინფორმირებული რისკის შესახებ (დამცავი ბარიერიერის დაზიანება, მეწყრული პროცესების დაწყების მაღალი რისკი), შესაბამისი ზომები არ მიიღო, ევაკუაციისთვის საჭირო ქმედებები არ განახორციელა და ფაქტი არ გამოიძია. ამ საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წელს დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი, ხოლო ალტერნატიული საცხოვრებელით უზრუნველყოფისა და საგანგებო დახმარების გაწევისთვის გატარებულ ღონისძიებათა ადეკვატურობის კონტექსტში კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი არ დარღვეულა.

შეხვედრაზე გამოყენებული იქნება დისკუსია სოკრატეს მეთოდით, რომელიც შესაბამისი კითხვების დასმით დაგვეხმარება პრობლემის გაანალიზებასა და მისი მოგვარების გზების ძიებაში.

მსჯელობა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების ანალიზს ადამიანის უფლებათა ჭრილში. საქმის განხილვისას დამატებით ვიმსჯელებთ 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერზეც და იმ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა აღნიშნულთან ადამიანის უფლებებთან იყოს დაკავშირებული.

მომხსენებელი: ანა თავხელიძე, იურისტი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“

მოდერატორი: თამარ ფაჩულია, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/34jznvxp

img

უახლესი ღონისძიებები

გაიგე მეტი
img
15 - 17 სექ, 2024

თავისუფლების ლიტერატურა - საჯარო საუბრები ქუთაისსა და ბათუმში

თავისუფლების ლიტერატურა - ასე ჰქვია 15 და 17 სექტემბერს, ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილ საჯარო საუბრებს, რომელსაც მწერალი დათო ტურაშვილი და ადგილობრივი იურისტები წარუძღვებიან.

სრულად
img
30 ივლ 2024

საჯარო დისკუსია ახალციხეში: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა 30 ივლისს ახალციხეში მართავს საუბრებს თემაზე: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე. საჯარო დისკუსიას გაუძღვებიან მწერალი, დავით გორგილაძე და ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

სრულად
img
19 ივლ 2024

ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები. შეხვედრას წარუძღვებიან იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები - ირინე ქურდაძე, ნანა მჭედლიძე, პარამჯით ბერვალი და თამთა ზაალიშვილი.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები