Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
30 ივლ 2024

საჯარო დისკუსია ახალციხეში: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა 30 ივლისს ახალციხეში მართავს საუბრებს თემაზე: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე.

საჯარო დისკუსიას გაუძღვებიან მწერალი, დავით გორგილაძე და ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

დავით გორგილაძე, არის პროფესიით ჟურნალისტი, ექსპერტი კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე მედიისა და ახალი ტექნოლოგიების საკითხებში. როგორც მოწვეული ლექტორი, ის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს უძღვება საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კოლაბში თემაზე: მოთხრობის თხრობა. მას ამჟამად იუთუბ არხზე აქვს საავტორო გადაცემა - გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე. 2018 წელს გამოიცა მისი მოთხრობების კრებული - ღმერთი სამსახურშია, რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად. ის ასევე არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული.

ზვიად კორძაძე საადვოკატო საქმიანობას ეწევა 1995 წლიდან. 2014 წლიდან იგი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი. საადვოკატო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად ის ეწევა საგამომცემლო საქმიანობას და ჩართულია სხვადასხვა პროექტებში. კარიერის განმავლობაში ზვიადი იკავებდა წამყვან თანამდებობებს პროფესიულ ასოციაციაში.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

ახალციხე: 30 ივლისი, 19:00 საათი, კანტორა 19 [გრიგოლ ხანძთელის #30]

img

უახლესი ღონისძიებები

გაიგე მეტი
img
15 - 17 სექ, 2024

თავისუფლების ლიტერატურა - საჯარო საუბრები ქუთაისსა და ბათუმში

თავისუფლების ლიტერატურა - ასე ჰქვია 15 და 17 სექტემბერს, ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილ საჯარო საუბრებს, რომელსაც მწერალი დათო ტურაშვილი და ადგილობრივი იურისტები წარუძღვებიან.

სრულად
img
19 ივლ 2024

ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები. შეხვედრას წარუძღვებიან იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები - ირინე ქურდაძე, ნანა მჭედლიძე, პარამჯით ბერვალი და თამთა ზაალიშვილი.

სრულად
img
17 ივლ 2024

მომავლის გაკვეთილები

პედაგოგ ლადო აფხაზავას ყველა იცნობს, თუმცა ალბად არც ისე ბევრს ჰქონია შესაძლებლობა მას პირადად შეხვედროდა. პროგრამის ორგანიზებით, 17 ივლისს ქუთაისში გაიმართება საჯარო შეხვედრა რომელსაც ლადო აფხაზავა გაუძღვება. ის მომავლის გაკვეთილების შესახებ ისაუბრებს და მსმენელს ევროპული საგანმანათლებლო სისტემის, ზოგად განათლებაზე მისაწვდომობის და სასკოლო სწავლების საუკეთესო მაგალითებს გაუზიარებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები