Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
30 ოქტ - 24 ნოე, 2023

კონკურსი იურიდიული სახელმძღვანელოებისა და სამართლის შემსწავლელი მასალების მომზადებისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის ხუთწლიანი (2022-2026) $25 მილიონიანი პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს იურიდიული სახელმძღვანელოების და/ან სამართლის სასწავლო მასალების შემუშავებით დაინტერესებული პირებისთვის.

განცხადების საგანი:

სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლება აკადემიური ინსტიტუტებისა და სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხარდაჭერით, რათა საუნივერსიტეტო დონეზე მოხდეს სწავლებისა და სასწავლო პროგრამების გაძლიერება. იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალება ქართულენოვანი იურიდიული სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. დღეს, უმეტესწილად, ქართულენოვანი სახელმძღვანელოები იურიდიულ საკითხებზე ან მოძველებულია, ან არ არსებობს.

2022 წელს სამართლის უზენაესობის პროგრამამ სახელმძღვანელოების შემუშავების სამი პროექტი დააფინანსა შემდეგ თემებზე: ა) ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა; ბ) სამედიცინო კანონმდებლობით განსაზღვრული პაციენტის უფლებები გ) ადამიანის ძირითადი უფლებები, რომლებიც დამუშავების პროცესშია და ხელმისაწვდომი 2024 წლის დასაწყისში გახდება.

სტუდენტების სწავლის მხარდასაჭერად, უმაღლეს სასწავლებლებში უფრო მეტი ქართულენოვანი იურიდიული სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა კიდევ დააფინანსებს არაუმეტეს სამ პროექტს სასწავლო მასალებისა და სამართლის სახელმძღვანელოების შესაქმნელად და გამოსაქვეყნებლად.

პროცესი

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა იწვევს დაინტერესებულ პირებს და სასწავლო ინსტიტუტებს, რომლებსაც სურთ ქართულენოვანი სასწავლო მასალების ან სახელმძღვანელოების შემუშავება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები (მაგ. გამოხატვის თავისუფლება, ბავშვის უფლებები, სამართლიანი სასამართლოს უფლება, საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, ან გარემოსდაცვითი სამართალი)[1] და სამართლის პრაქტიკული უნარები, წარმოადგინონ განაცხადი, სადაც მითითებული იქნება შემოთავაზებული პროექტის აღწერა.

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. ძირითადი განსახილველი საკითხ(ებ)ი
  2. წიგნის ან სასწავლო მასალის დანიშნულება და შინაარსი
  3. წიგნის ან სასწავლო მასალის მიზნები,  მკაფიოდ განსაზღვრული სასწავლო შედეგები და ის ხარვეზები/ღიობი, რომლის აღმოფხვრა/შევსებასაც ემსახურება პროექტი
  4. რა უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს პროექტი
  5. წიგნის ან სასწავლო მასალის სავარაუდო მოცულობა
  6. სავარაუდო ბიუჯეტი და ხარჯის კატეგორია (მაგ. ავტორის ჰონორარი, ბეჭდვის ხარჯები და ა.შ.)
  7. ავტორ(ებ)ის CV(ები) და გამოცდილება, რომელიც აჩვენებს პროექტის განხორციელების შესაძლებლობებს
  8. თანადაფინანსების დამადასტურებელი საბუთი (მაგ., წერილი სხვა დონორისგან, უნივერსიტეტისგან და ა.შ.)

საბუთების წარდგენა შესაძლებელია ინგლისურ ან ქართულ ენებზე.

აპლიკანტები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  1. შინაარსისა და თემების შესაბამისობა საქართველოში არსებულ საჭიროებებთან/USAID სამართლის უზენაესობის პროგრამულ პრიორიტეტებთან (40%)
  2. ძირითადი უნარ-ჩვევების/ცოდნის მხარდაჭერის ხარისხი (30%)
  3. ხარჯების ეფექტურობა (10%)
  4. პროექტის განხორციელების შესაძლებლობა (20%)

დაფინანსება:

თითოეული განმცხადებლისთვის გათვალისწინებულია მაქსიმალური ბიუჯეტი $8000-ის ოდენობით. პროექტის აქტივობების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 4-დან 10 თვემდე. განმცხადებლებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ თანადაფინანსება, მოთხოვნილი დაფინანსების არანაკლებ 5%-ის ფარგლებში. მისასალმებელია 5%-ზე მეტი თანადაფინანსებაც.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განაცხადის შემოტანა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს იურიდიული ფაკულტეტი, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც რეგისტრირებულია არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით ან ფიზიკურ პირს, რომელიც აფილირებულია საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტთან მაინც.

ვადები:

გამოცხადების თარიღი: 2023 წლის 30 ოქტომბერი

წერილობითი კითხვების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 ნოემბერი (საქართველოს სტანდარტული დრო) (პასუხები განთავსდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფეისბუქის გვერდზე, კითხვების წარდგენის ბოლო ვადიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში: https://www.facebook.com/USAIDRuleofLawProgram).

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის 24 ნოემბერი (საქართველოს სტანდარტული დრო). დაგვიანებული განაცხადი არ განიხილება.

განცხადება და წერილობითი კითხვები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.rolp@ewmi.org ხოლო სათაურის ველში უნდა მიუთითოთ: EOI: Legal Textbooks.


[1] მოცემული სია არ არის ამომწურავი

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ ,2024 - 28 თებ, 2025

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები