Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

ამ ინიციატივამ უკვე მოიცვა აჭარის და იმერეთის რეგიონები, და ამჯერად, კი ვაცხადებთ კონკურსს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან პროექტში მონაწილე, პარალეგალობის მსურველ სტუდენტთა შესარჩევად.

ინიციატივის მიზანია, საზოგადოების სამართლებრივი ცოდნის ამაღლება და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტიანი და თანაბარი  მისაწვდომობის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. სწავლობს ან ახალი კურსდამთავრებულია (2 წელი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს სასწავლებელში;
  2. არის ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ფაკულტეტის, საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი: იურიდიული, საჯარო მმართველობა, სამართალმცოდნეობა ან ფსიქოლოგია.

პროექტი შედგება რამდენიმე ნაწილისგან და მოიცავს:

  1. დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ სტუდენტი-პარალეგალების გადამზადება შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე: ბავშვთა და ქალთა უფლებები, ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ) უფლებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და სხვა;
  2. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეები მოამზადებენ თემატურ პრეზენტაციებს;
  3. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან/კონსულტანტებთან ერთად, სტუდენტი - პარალეგალები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში დაგეგმილ საჯარო შეხვედრებში, ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობენ მათ უფლებებს და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს.  
  4. სტუდენტი-პარალეგალები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. 

ტრენინგების და პროექტის დასრულების შემდეგ, სტუდენტი-პარალეგალები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 30 ნოემბერი, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: info.rolp@ewmi.org

  1. სახელი / გვარი, ასაკი და საკონტაქტო ნომერი;
  2. CV და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, თუ რატომ გსურთ ამ პროექტში მონაწილეობა (მაქსიმუმ 500 სიტყვა).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ: ტელ: 593 56 91 56; ელ-ფოსტა: gkhmaladze@ewmi.org

არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება. შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ - 30 ნოე, 2024

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
15 - 26 სექ, 2024

ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეთა შესარჩევად.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები