ადამიანის უფლებების მიმართულება, ილიაუნი
18 თვე
დასრულებული
პროექტის მიზანია კლინიკური სწავლებისა და სამართლის სკოლის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება და გაფართოება. Northwestern-ის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით (ჩიკაგო, აშშ), ადამიანის უფლებათა მიმართულების კლინიკური პროგრამა გააფართოებს და შექმნის სტრატეგიული საკანონმდებლო ინიციატივების კლინიკას და განახორციელებს სხვადასხვა იდეებს. ადამიანის უფლებათა კლინიკა წელიწადში 30-მდე საქმეზე იმუშავებს და მეტი აქცენტი გაკეთდება სასამართლო საქმეებზე. ადამიანის უფლებათა კინოკლუბი და ადამიანის უფლებათა მიმართულება გააგრძელებენ ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტივობებს სტუდენტზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენებით.
ტრადიციული საქმიანობის გარდა, ადამიანის უფლებათა მიმართულება მოამზადებს ადამიანის უფლებათა პოდკასტებს და შექმნის სოკრატეს კლუბს, რათა განიხილონ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე მიღებული სასამართლო გადაწვეტილებები და მოამზადონ თემატური სტატიები.
პროექტის დაფარვის არეალი: აჭარა, კახეთი.