ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
15 თვე
დასრულებული
პროექტის მიზანია გააუმჯობესოს სამართლებრივი აკადემიური კვლევის ხარისხი მაგისტრატურის საფეხურზე და მხარი დაუჭიროს სტუდენტებს ანალიტიკური და პრაქტიკული უნარების სწავლაში ბაკალავრიატის დონეზე. უნივერსიტეტში შეიქმნება ქართული სამართლებრივი კულტურის კვლევის ცენტრი, რომლის ბაზაზეც მომზადდება კვლევითი ნაშრომი თემაზე სამართლებრივი პრაქტიკის ტრანსფორმაცია სისტემური ცვლილების პერიოდში. გარდა ამისა, შეიქმნება სამაგისტრო პროგრამის კურსი ქართულ სამართლის კულტურაზე და შესაბამისი სასწავლო მასალა, რომელიც გახდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ბათუმის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის ნაწილი.
უნივერსიტეტი ასევე დაეხმარება პარტნიორ უნივერსიტეტებს თელავსა და ბათუმში, რათა მათ შეძლონ სამართლის პრაქტიკული უნარების კომპონენტების დანერგვა სამართლის საბაკალავრო პროგრამის სამ სავალდებულო საგანში. ასევე იგეგმება კონკურსების ორგანიზება, მათ შორის იმიტირებული სასამართლო პროცესების, პოსტერების შექმნის და თემების წერის შესახებ.
პროექტის დაფარვის არეალი: თბილისი, ბათუმი, თელავი.