Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img

განათლების შესახებ გრანტი

ორგანიზაციები

აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი

პერიოდი

12 თვე

სტატუსი

დასრულებული

პროექტის მიზანია გააუმჯობესოს სამცხე-ჯავახეთის და გორის უნივერსიტეტების პრაქტიკულ და კვლევით უნარებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამები, რაც მოხდება პრაქტიკული უნარების სწავლების დანერგვით და სტუდენტების ჩართულობით საზაფხულო სკოლებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. პროექტი ასევე მოიაზრებს ადამიანის უფლებების კურსზე სილაბუსის და მასწავლებლის სახელმძღვანელოს შემუშავებას, რომლის პარალელურად პროფესორებს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ჩაუტარდებათ ლექციები სასწავლო მეთოდების შესახებ. 

პროექტი დაეხმარება რეგიონულ უნივერსიტეტებს გააუმჯობესონ იურიდიული კლინიკური განათლება და ასწავლიან სტუდენტებს თუ როგორ დაწერონ ჩრდილოვანი ანგარიში. ასევე მოხდება სხვადასხვა ადგილობრივი პარტნიორების (ელსა საქართველო, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ტრენინგისა და კვლევის ინსტიტუტი) ჩართვა პროექტში. 

პროექტის დაფარვის არეალი: თბილისი, გორი, ახალციხე. 

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები