Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img

მიზნობირივი გრანტი

ორგანიზაციები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

პერიოდი

9 თვე

სტატუსი

მიმდინარე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (GRUNI) პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კერძო მედიაციის სისტემის განვითარებას. იგი შექმნის პლატფორმას მოქალაქეებისთვის კერძო მედიაციის მომსახურების მიწოდებისთვის, რასაც თბილისის მერიის ა(ა)იპ-ს „ჩემი ადვოკატის“ იურიდიულ კლინიკასთან და ადამიანის უფლებათა დამცველ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განახორციელებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობენ. მათ მიერ მოხდება პოტენციური სამოქალაქო საქმეების GRUNI-ს კერძო მედიაციის ცენტრზე გადამისამართება.

GRUNI ითანამშრომლებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან და მისი რეესტრის მედიატორებთან, რომლებიც მედიაციას ჩაატარებენ. გარდა ამისა, პროექტი შეარჩევს და მოამზადებს ოც სტუდენტს, რომლებიც მხარეებთან კომუნიკაციას განახორციელებენ და მედიაციის  პროცესს დააკვირდებიან.

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები