Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img

ადვოკატირების გრანტები

ორგანიზაციები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პერიოდი

9 თვე

სტატუსი

დასრულებული

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და სანდოობის გაძლიერებას კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქმიანობის მხარდაჭერით. ცენტრი, კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია, შეისწავლის 2021 წლის დეკემბერის საკანონმდებლო ცვლილებების გავლენას სასამართლოზე და მოამზადებს შესაბამის ანგარიშს და მულტიმედია პროდუქტებს. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სასამართლოს პრობლემებით საზოგადოების დაინტერესება და ინსტიტუციური ცვლილებების ადვოკატირება სასამართლო სისტემის განახლების მიზნით. 

პროექტის გუნდი მოამზადებს მულტიმედიურ პროდუქტებსა და მასალებს, რათა მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. გარდა ამისა მოეწყობა ფორუმი სასამართლო სისტემის რეფორმის გამოწვევებისა და პერსპექტივის შესახებ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი დამატებით გამართავს შეხვედრა-სემინარებს მოსამართლეებთან და სასამართლოს თანამშრომლებთან საქართველოს შვიდ ქალაქში.

პროექტის დაფრავის არეალი:  თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, გორი, მარნეული, ახალციხე. 

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები