საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
13 თვე
დასრულებული
პროექტი დაეხმარება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თემატურ კომიტეტებს ორგანიზაციული, სტრუქტურული და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაში; კერძოდ კი, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის და მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტებს. პროექტი ასევე მიზნად ისახავს იურიდიულ პროფესიათა შორის თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებას მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობითა და თბილისსა და რეგიონებში ბენჩ-ბარების ორგანიზების გზით.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო ონლაინ პლატფორმა. პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროფესიული ეთიკის კლინიკის პროგრამის დანერგვასა და განხორციელებას.