საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
24 თვე
დასრულებული
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCoJ) სისტემური მონიტორინგის და საზოგადოების ინფორმირების გზით. ასოციაცია დააკვირდება პროცესებს თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საქალაქო და თბილისისა და ქუთაისის მეორე ინსტანციის სასამართლოებში. მონიტორინგის შედეგები შეჯამდება ანგარიშებში, რომლებიც ფართოდ გავრცელდება სოციალური მედიისა და სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრების საშუალებით.