საქართველოს სასამართლოს გუშაგი
13 თვე
დასრულებული
პროექტი ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემაზე მოქალაქეთა ზედამხედველობის გაძლიერებას საქართველოს ათ სასამართლოში სხდომების მონიტორინგის საშუალებით. პროექტის ფარგლებში მოხალისეები ადგილობრივი უნივერსიტეტებიდან ჩაერთვებიან სასამართლო მონიტორინგში და 480 სხდომას დააკვირდებიან. გარდა შემთხვევით შერჩეული საქმეებისა, სასამართლოს გუშაგი დააკვირდება საქმეებს მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე. პროექტი ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადმინისტრირების გაუმჯობესებას გამოწვევების გადაწყვეტაზე ორიენტირებული მოქალაქეთა ზედამხედველობის გზით.