ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
12 თვე
დასრულებული
პროექტი არის ერთგვარი გზავნილი სასამართლო სისტემისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე საზოგადოების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის კონტროლის მომეტებული ინტერესი არსებობს. პროექტის მიზანია ამ ტიპის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის გაზრდა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების გამოვლენა. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამართლის კლინიკა შეიქმნება. კლინიკა განკუთვნილი იქნება მხოლოდ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.
პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს პროგრამის სილაბუსის შემუშავებას და სტუდენტების მომზადებას ლექციების, სემინარების და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით. შემდეგ ეტაპზე სტუდენტების ჩართულობით წარიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში ქალთა მიმართ ძალადობის (მათ შორის სექსუალური შევიწროების საქმეების) საქმეთა განხილვის მონიტორინგი. დასკვნით ეტაპზე პროექტის გუნდი გააანალიზებს საქმეთა მონიტორინგის შედეგებს და მოამზადებს საბოლოო ანგარიშს. გრძელვადიან პერსპექტივაში, კლინიკა პროექტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელებს საქმიანობას თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე და უზრუნველყოფს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მომავალი თაობების მონაწილეობით.