სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
18 თვე
დასრულებული
პროექტი დაეხმარება პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდან/ სახელმწიფო დაწესებულებებიდან გათავისუფლებულებს, აწარმოებს მედიისა და ჟურნალისტების გამოხატვის შეზღუდვის სტრატეგიულ საქმეებს, გაზრდის ცნობიერებას ჟურნალისტების უფლებების და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის შესახებ, და მხარს დაუჭერს მედიის თავისუფლებისა და საჯარო სექტორის დეპოლიტიზაციის საუკეთესო პრაქტიკის გატარებას საქართველოში.
ISFED იმუშავებს საჯარო სამსახურში პოლიტიკური გამოხატვის დასაცავად და მისი პარტნიორი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) კონცენტრირდება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამების საქმეებზე და მარეგულირებლის მიერ გამოტანილ კრიტიკული მედიის შემზღუდველ გადაწყვეტილებებზე.
პროექტის დაფარვის არეალი: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, ბოლნისი, მარნეული, გურჯაანი.