სოციალური სამართლიანობის ცენტრი
18 თვე
მიმდინარე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) სტრატეგიული სამართალწარმოების გზით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულებისათვის, არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური, სოციალურად დაუცველი და გარემოსდაცვითი რისკების წინაშე მდგარი ჯგუფებისათვის იმუშავებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე. სამართალწარმოება წარმოაჩენს სისტემურ სამართლებრივ, ინსტიტუციურ, და ადამიანის უფლებების გამოწვევებს და დაზარალებული თემების რეალურ საჭიროებებს.
ორგანიზაცია იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანასწორობა და დისკრიმინაციული პოლიტიკა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, უსახლკარო ჯგუფების, მშრომელების, სოციალურად დაუცველი ოჯახების, გარემოსდაცვითი აქტივისტებისა და მოძრაობების მიმართ.
პროექტი ფარავს თბილისს, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, სამცხე-ჯავახეთს, კახეთს, აჭარას, იმერეთს.