დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრი
8 თვე
მიმდინარე
პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს სასამართლო პრაქტიკა საცხოვრებელთან და გამოსახლებასთან დაკავშირებულ საქმეებში სოციალურად მგრძნობიარე მიდგომების პოპულარიზაციის გზით. პროექტი მოიცავს სამართლებრივი სტანდარტების კვლევას, პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავებას და ტრენინგების ჩატარებას მართლმსაჯულების საკითხების ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. ორგანიზაცია კვლევის ფარგლებში მომზადებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს კონფერენციაზე გაუზიარებს ფართო საზოგადოებას. ამასთან, კვლევის მასალები ხელმისაწვდომი იქნება ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.