Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 ოქტ 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის და სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საჯარო ლექცია და დებატები

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ (FreeUni), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ახალციხეში საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციის თემა, რომელსაც ნონა კალანდაძე (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი) და ვასილ ჟიჟიაშვილი (FreeUni-ის მოწვეული ლექტორი) უძღვებოდნენ, კონფლიქტი გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიის თავისუფლებას შორის იყო.

კალანდაძემ ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების ისტორიასა და არსზე, მის მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო ჟიჟიაშვილმა რელიგიის თავისუფლების მორალურ ასპექტებსა და ამ ორ უფლებას შორის არსებულ სამართლებრივ კონფლიქტსა და ბალანსზე.

საჯარო ლექციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი დაესწრო, რომლებიც აქტიურ დებატებში ჩაერთნენ იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხჰყოფად და როდის უნდა გადაწონოს აღნიშნული უფლების დაცვა გამოხატვის თავისუფლების დაცვამ.

ეს ლექცია იყო FreeUni-ს მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებას თბილისში და რეგიონებში სტუდენტებზე ორიენტირებული პრაქტიკული სწავლების, კვლევისა და თანამშრომლობის გზით.

პროექტის ფარგლებში FreeUni თანამშრომლობს სამცხე-ჯავახეთისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, აერთიანებს და რთავს მათ სტუდენტებს კვლევებში, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შედგენასა და ისეთ აქტივობებში, როგორიცაა საჯარო ლექციები, იმიტირებული სასამართლო პროცესები და საზაფხულო სკოლები.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები