Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

2024 წლის 21 და 22 დეკემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ წლის დასკვნითი საჯარო საუბრები გამართა ქუთაისსა და ბათუმში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრებს 70-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის იყვნენ ადვოკატები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობა და მისი გავლენა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.

გიორგი ბურჯანაძემ, 2017-2022 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილედ, გამოსვლა დაიწყო ხაზგასმით, რომ ადამიანის უფლებები ღრმად არის ფესვგადგმული ქვეყნის ისტორიაში. მან აღნიშნა, რომ 1921 წელს მიღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია უკვე ითვალისწინებდა საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს, რაც იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ კონსტიტუციას წარმოადგენდა.

ბურჯანაძემ, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკური არასტაბილურობისა, ხაზი გაუსვა, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. თუმცა, მან გამოხატა შეშფოთება, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობრივი ქმედებები, მიანიშნებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობის გაუარესებაზე და სამოქალაქო თავისუფლებების მნიშვნელოვან შეზღუდვაზე. გარდა ამისა, ბურჯანაძემ გამოყო პრობლემები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამინდელი მდგომარეობით ვერ ასრულებს სამართლიანი და მიუკერძოებელი შუამავლის როლს.

მსმენელების აქტიური ჩართულობა გამოიხატა კითხვებით, რომლებიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლო დროს შეტანილ ცვლილებებს, განსაკუთრებით კი იმ მუხლებს, რომლებიც პოლიციას აძლევს ეჭვის საფუძველზე დაკავების უფლებას. ასევე, განიხილეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ძირითადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე პროფესიულ საჯარო მოხელედ აღარ ჩაითვლებიან და ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნებიან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პირთა შრომითი უფლებების დაცვას. ახალგაზრდები დაინტერესდნენ, თუ რამდენად შეესაბამება ეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა სტანდარტებს და რა გავლენას მოახდენს ისინი საქართველოს პროგრესზე ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
23 დეკ 2024

გავხადოთ მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი ყველასთვის: პარალეგალების ინიციატივა ახალციხეში დაიწყო

ღონისძიების ახალციხის სამართლის უზენაესობის ჰაბის ფარგლებში ჩატარება - აღნიშნავდა პროგრამის ,გავხადოთ მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი ყველასთვის – პარალეგალების ინიციატივის რეგიონში დაწყებას .

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები