2022 წლის 2 დეკემბერს, 12:00 საათზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება - ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნა, რომელიც საქართველოს 15 უნივერსიტეტის სამართლის სკოლას აერთიანებს.
კვირეულის დღის წესრიგი ეხმიანება ადამიანის ადამიანის უფლებათა გლობალური კამპანიის მთავარ გზავნილს - ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასათის! - რომლის ფარგლებშიც 30-მდე საჯარო დისკუსია და შეხვედრაა დაგეგმილი.
კვირეული ტარდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით. ღონისძიებების დეტალური განრიგი იხილეთ აქ.