29 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელზეც განხილული იქნება თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება არასრულწლოვანთა იძულებით ქორწინების შესახებ.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა საჭიროა წინასწარ გაიაროთ ონლაინრეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 28 ნოემბრისა (23:59 საათი) - https://tinyurl.com/4snfa4f5
საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ მამა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არასრულწლოვან შვილს აიძულებდა, ექორწინა თავისი ნების საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ არასრუწლოვანმა შეძლო არასასურველი ქორწინებიდან თავის დაღწევა მამას პასუხისმგებლობა დაეკისრა, მისი შვილის - არასრულწლოვანი გოგოს ქორწინების იძულებისთვის.
სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ ქორწინების იძულება შეიძლება პირზე ფიზიკური ან ფსიქიკური ძალდატანებით. დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება იძულების განხორციელების მომენტიდან, ანუ, როდესაც პირს აიძულებენ, დაქორწინდეს თავისი ნების საწინააღმდეგოდ და არა აქვს მნიშვნელობა, მოახერხა თუ არა დამნაშავემ მიზნის მიღწევა.
სოკრატეს კლუბი დისკუსიების წარმართვისას იყენებს სოკრატეს მეთოდს, რომელიც გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე კითხვების დასმასა და სიღრმისეულ მსჯელობას. დისკუსიაზე მიმოვიხილავთ გადაწყვეტილების სამართლებრივ დეტალებს, ვიმსჯელებთ არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების ბოლო პერიოდში მიმდინარე საქმეზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება განხილული იქნება გენდერული თანასწორობის ჭრილში.
ღონისძიებას გახსნის გიორგი პაპუაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი
მომხსენებელი – ბადრი ნიპაშვილი, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე
მოდერატორი – ნათია ასლანოვა,სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა
სამუშაო ენა: ქართული
თარიღი: 29 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: B101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).