Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 ივლ 2024

დამიანი სისტემის წინააღმდეგ დისტოპიურ რომანებში

სულ მალე, ბათუმი მორიგ საჯარო საუბრებს უმასპინძლებს, ამჯერად თემაზე: ადამიანი სისტემის წინააღმდეგ დისტოპიურ რომანებში.

შეხვედრას გაუძღვება მარიამ კორინთელი - ფილოლოგიის დოქტორი, რედაქტორი, გამომცემელი და ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ბროლის ბუს მფლობელი.

“მსოფლიო ლიტერატურა არაერთ შედევრს იცნობს, რომელიც ტოტალიტარულ მმართველობასა და მის წინააღმდეგ ერთი ადამიანის დაწყებულ ბრძოლაზე მოგვითხრობს. წიგნები გვამცნობს, რა ძალა აქვს მცირე ნაბიჯს და არა მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე, არამედ სხვათა უფლებებზე ზრუნვას ადამიანის უფლებების შემლახავ და უგულებელმყოფელ გარემოში.” - აღნიშნავს მარიამ კორინთელი. საზოგადოებასთან შეხვედრის დროს, სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ის წიგნებს: “1984”, “მხევლის წიგნი”, “451 გრადუსი ფარენჰაიტით”.

ბათუმი: 12 ივლისი, 18:00 საათი, სასტუმრო რუმსი ბათუმში [გოგებაშვილის ქ. #10, ბათუმი] 

img

უახლესი ღონისძიებები

გაიგე მეტი
img
15 - 17 სექ, 2024

თავისუფლების ლიტერატურა - საჯარო საუბრები ქუთაისსა და ბათუმში

თავისუფლების ლიტერატურა - ასე ჰქვია 15 და 17 სექტემბერს, ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილ საჯარო საუბრებს, რომელსაც მწერალი დათო ტურაშვილი და ადგილობრივი იურისტები წარუძღვებიან.

სრულად
img
30 ივლ 2024

საჯარო დისკუსია ახალციხეში: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა 30 ივლისს ახალციხეში მართავს საუბრებს თემაზე: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე. საჯარო დისკუსიას გაუძღვებიან მწერალი, დავით გორგილაძე და ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

სრულად
img
19 ივლ 2024

ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები. შეხვედრას წარუძღვებიან იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები - ირინე ქურდაძე, ნანა მჭედლიძე, პარამჯით ბერვალი და თამთა ზაალიშვილი.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები