ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და სოკრატეს კლუბი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ახალგაზრდა იურიტთა ასოციასციასთან თანამშრომლობით გიწვევთ დისკუსიაზე, რომელზეც განხილული იქნება ა.ლ.-ს საქმე (2022 წელი, 14 აპრილი ).
ა.ლ. 2013-დან 2017 წლამდე მუდმივად განიცდიდა მეუღლის (შემდგომში ყოფილი მეუღლის) მხრიდან სისტემატურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. Პოლიციისათვის არაერთი მიმართვისა და შემაკავებელი ორდერების არსებობის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებებმა არ გამოიყენეს კანონით გათვალისწინებული ეფექტიანი ღონისძიებები მის დასაცავად. 2017 წლის თებერვალში, მორიგი ძალადობის შემდეგ, მსხვერპლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი ყოფილი მეუღლე პასუხისგებაში მისცეს თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო, საქმე კი საბოლოოდ ოჯახში ძალადობად გადაკვალიფიცირდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, იმდენად, რამდენადაც მასში თვითმკვლელობამდე მიყვანა, ფემიციდის ფორმად შეფასდა. ასევე, სასამართლომ სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დააკისრა პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სოკრატეს კლუბი, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ახალი პროექტი, მიზნად ისახავს მნიშვნელოვან და საინტერესო გადაწყვეტილებათა ანალიზს ადამიანის უფლებათა ჭრილში და მათზე დისკუსიების წარმართვას.
შეხვედრაზე გამოყენებული იქნება დისკუსია სოკრატეს მეთოდით, რომელიც დაგვეხმარება პრობლემის გაანალიზებასა და მისი მოგვარების გზების ძიებაში.
სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.
დასწრება თავისუფალია და ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 30 ნოემბრამდე მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/2p93cja4
მომხსენებელი: შორენა ლოლაძე,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი
მოდერატორი: თამთა წვერაიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
სამუშაო ენა: ქართული
დრო და ადგილი: 19:00, წიგნის სახლი ლიგამუსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი [ი. ჭავჭავაძის გამზ. N32].