ორგანიზაცია ილიას სამართლის სახლი (ილიასი), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მართავს კვლევის - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება განქორწინებისა და მამობის დადგენის საქმეებზე - შედეგების პრეზენტაციას.
პრეზენტაციის დროს გაზიარებული იქნება, ის საკანონმდებლო, ინსტიტუციური და ფინანსური ბარიერები, რომელთაც ქალები აწყდებიან მამობის დადგენის, ალიმენტის განსაზღვრისა და ქონების გაყოფის დავებზე ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროცესში.
ღონისძიების დრო & ადგილი: 15:30, 2023 წლის 26 სექტემბერი, სასტუმრო ვინდჰემ გრანდი თბილისი [მის.: გუდიაშვილის ქ. 3 თბილისი].
მედიას ვიწვევთ ღონისძიების გასაშუქებლად!