პედაგოგ ლადო აფხაზავას ყველა იცნობს, თუმცა ალბად არც ისე ბევრს ჰქონია შესაძლებლობა მას პირადად შეხვედროდა. პროგრამის ორგანიზებით, 17 ივლისს ქუთაისში გაიმართება საჯარო შეხვედრა რომელსაც ლადო აფხაზავა გაუძღვება.
ის მომავლის გაკვეთილების შესახებ ისაუბრებს და მსმენელს ევროპული საგანმანათლებლო სისტემის, ზოგად განათლებაზე მისაწვდომობის და სასკოლო სწავლების საუკეთესო მაგალითებს გაუზიარებს.
ლადო აფხაზავა სოფელ ნიგვზიანში დაიბადა. მან ამავე სოფლის საშუალო სკოლა, ხოლო 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2000 წლიდან ლადო მასწავლებელია. 2010 წლიდან ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობს. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. 2017 წლის 5 ოქტომბერს ის გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი. ერთი წლის შემდეგ, ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებლების სიაში მოხვდა, ხოლო 2019 წლის 21 თებერვალს კი იგი მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის დაასახელეს.
შეხვედრაში მონაწილეობა ყველა პროფესიის და ასაკის ადამიანს შეუძლია, დასწრება თავისუფალია!
დრო და ადგილი: 17 ივლისი, 18:00 საათი, ლილესთან [თამარ მეფის ქ. 11, ქუთაისი]