2024 წლის 14 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართავს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას.
დოკუმენტი, რომელიც თსუ-ს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკის სტუდენტების აქტიური მონაწილეობით შეიქმნა, ასახავს 2023 წლის მარტი - ივლისის პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე, 62 სასამართლო სხდომაზე დაკვირვების შედეგებს.
ღონისძიების დრო და ადგილი: 2024 წლის 14 თებერვალი, 12:00 საათი, თსუ-ს პირველი აკადემიური კორპუსი, აუდიტორია #107 [მის.: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1].