საქართველოს სასამართლოს გუშაგი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მართავს სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას: ყოველდღიური მართლმსაჯულება საქართველოს რეგიონებში.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სასამართლო პროცესების მონიტორინგში ჩართულ მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ღონისძიების დრო და ადგილი: 2023 წლის 27 სექტემბერი, 10:00 საათი, სასტუმრო რუმსი თბილისი.
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
მედია მოწვეულია ღონისძიების გასაშუქებლად!