USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, მართლმსაჯულების სახლთან და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მართავს საჯარო დისკუსიას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებთან.
შეხვედრა ღიაა მათთვის ვისაც აინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების უახლესი პრაქტიკა გამოხატვის თავისუფლებასთან და საქართველოს წინააღმდეგ საქმეებთან დაკავშირებით.
თემატური მომხსენებლები: მოსამართლე ლადო ჭანტურია; და მოსამართლე ტიმ ეიკე.
12 მაისი, 14:00-16:30, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი [მის.: ირინა ენუქიძის ქ. #3, თბილისი]
მედიას ვიწვევთ ღონისძიებაზე დასასწრებად!