USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ბათუმში მართავს საუბრებს თემაზე: თავისუფლება, საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა: „ნადირობა კუდიანებზე."
საუბრებს გაუძღვებიან მწერალი, ანა კორძაია-სამადაშვილი და ადვოკატი, ზვიად კორძაძე.
ანა კორძაია-სამადაშვილი არის ფილოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2003 წლიდან ის 30-ზე მეტი რომანის, მოთხრობების კრებულისა და თარგმანის ავტორია, მათ შორის: "მე, მარგარიტა", "ლიუს ოჯახის კოლექცია", "ზინკა ადამიანი", "ვინ მოკლა ჩაიკა", "პასტორალია", "მივდივარ შინ", "გრძელი წერილი შორს წასულ დას" და ა.შ. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო "წლის საუკეთესო მოთხრობისთვის" და "საუკეთესო რომანისთვის". 2002 წელს მას მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "საბა" წლის საუკეთესო დებიუტისათვის.
ზვიად კორძაძე საადვოკატო საქმიანობას ეწევა 1995 წლიდან. 2014 წლიდან იგი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი. საადვოკატო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად ის ეწევა საგამომცემლო საქმიანობას და ჩართულია სხვადასხვა პროექტებში. კარიერის განმავლობაში ზვიადი იკავებდა წამყვან თანამდებობებს პროფესიულ ასოციაციაში.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია
ბათუმი: 30 ივნისი, 18:00 საათი, სასტუმრო რუმსი [გოგებაშვილის ქ. #10]