Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 ივნ 2024

საჯარო საუბრები ქუთაისში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ქუთაისში მართავს საუბრებს თემაზე: თავისუფლება, საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა: „ნადირობა კუდიანებზე."

საუბრებს გაუძღვებიან მწერალი, ანა კორძაია-სამადაშვილი და ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

ანა კორძაია-სამადაშვილი არის ფილოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2003 წლიდან ის 30-ზე მეტი რომანის, მოთხრობების კრებულისა და თარგმანის ავტორია, მათ შორის: "მე, მარგარიტა", "ლიუს ოჯახის კოლექცია", "ზინკა ადამიანი", "ვინ მოკლა ჩაიკა", "პასტორალია", "მივდივარ შინ", "გრძელი წერილი შორს წასულ დას" და ა.შ. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო "წლის საუკეთესო მოთხრობისთვის" და "საუკეთესო რომანისთვის". 2002 წელს მას მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "საბა" წლის საუკეთესო დებიუტისათვის.

ზვიად კორძაძე საადვოკატო საქმიანობას ეწევა 1995 წლიდან. 2014 წლიდან იგი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი. საადვოკატო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად ის ეწევა საგამომცემლო საქმიანობას და ჩართულია სხვადასხვა პროექტებში. კარიერის განმავლობაში ზვიადი იკავებდა წამყვან თანამდებობებს პროფესიულ ასოციაციაში.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ❗

ქუთაისი: 29 ივნისი, 18:00 საათი, საფერე [თბილისის ქ. #37]
 

img

უახლესი ღონისძიებები

გაიგე მეტი
img
15 - 17 სექ, 2024

თავისუფლების ლიტერატურა - საჯარო საუბრები ქუთაისსა და ბათუმში

თავისუფლების ლიტერატურა - ასე ჰქვია 15 და 17 სექტემბერს, ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილ საჯარო საუბრებს, რომელსაც მწერალი დათო ტურაშვილი და ადგილობრივი იურისტები წარუძღვებიან.

სრულად
img
30 ივლ 2024

საჯარო დისკუსია ახალციხეში: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა 30 ივლისს ახალციხეში მართავს საუბრებს თემაზე: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე. საჯარო დისკუსიას გაუძღვებიან მწერალი, დავით გორგილაძე და ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

სრულად
img
19 ივლ 2024

ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები. შეხვედრას წარუძღვებიან იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები - ირინე ქურდაძე, ნანა მჭედლიძე, პარამჯით ბერვალი და თამთა ზაალიშვილი.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები