საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, შრომის ინსპექციასთან პარტნიორობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართავს ვებინარს თემზე: ქალთა შრომითი უფლებები და გენდერული თანასწორობა. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ თემის ირგვლივ დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მსოფლიოს მასშტაბით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანია მიმდინარეობს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისა და ძალადობის წინააღმდეგ წლებია იბრძვის. ამასთან, აქტიურად ვართ ჩართულები ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებსა და კამპანიებში და პარტნიორებთან ერთად, თავადაც ვაორგანიზებთ.
მომხსენებლები:
- რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე;
- ნატო ნათენაძე - შრომის ინსპექცია, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე;
მოდერატორი:
- ნინო რაზმაძე - პროფკავშირების გაერთიანება, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
ლაივის მიმდინარეობის პერიოდში, საშუალება მოგეცემათ კომენტარების ველში, ან პროფკავშირების ფეისბუქ ჩატში, დასვათ თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები, რომელზეც მომხსენებლები ამომწურავად გიპასუხებენ.
დრო: 30 ნოემბერი, 12:00 საათი
პროფკავშირების გაერთიანების ფეისბუქ გვერდი.