Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
07 დეკ 2022

16 დღიანი კამპანია: #ერთადდავასრულოთფემიციდი

7  დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გიწვევთ, სოკრატეს კლუბისა და საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებულ  პანელურ  დისკუსიაზე, რომელზეც განხილული იქნება ე.მ.-ს საქმე (2022 წელი, 13 აპრილი).

ე.მ.-ს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე საჯაროდ საუბრის შემდეგ, მის წინააღმდეგ სარჩელი იქნა შეტანილი ცილისწამებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროვების ფაქტი უკვე დადგენილი ჰქონდა. Წინამდებარე საქმესთან დაკავშიებით ვიმსჯელებთ თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს მსხვერპლისათვის სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლა და აღნიშნულით მოძალადის პატივისა და ღირსებას ადგება თუ არა რაიმე ზიანი. 

საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში იქნა განხილული. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით მსჯელობა უმნიშვნელოვანესია, თუკი, მსხვერპლს სახალხო დამცველის მიერ დადგენილი ფაქტების უარყოფის ვალდებულება ექნება,  ეს გამოიწვევს მისი უფლებების შელახვასა და მეორად ვიქტიმიზაციას. ასევე, სექსუალური შევიწროებით გამოწვეული განცდილი  ძალადობის მინიმიზაციას. შესაბამისად, საჭიროა, რომ ვისაუბროთ მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასა და ფარგლებზე. 

სოკრატეს კლუბი, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ახალი პროექტი, მიზნად ისახავს მნიშვნელოვან და საინტერესო გადაწყვეტილებათა ანალიზს ადამიანის უფლებათა ჭრილში და მათზე დისკუსიების წარმართვას.

სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.

დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 7 დეკემბრამდე მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/4pcyeka7

მომხსენებლები: ცირა ჯანანაშვილი- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი; ქეთევან შუბაშვილი - სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; და ეკატერინე მესხიძე- საქმეში მონაწილე მხარე 

მოდერატორი: თამთა კახიძე- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

სამუშაო ენა: ქართული

დრო და ადგილი: 7 დეკემბერი, 19:00 საათი,  წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

img

უახლესი ღონისძიებები

გაიგე მეტი
img
15 - 17 სექ, 2024

თავისუფლების ლიტერატურა - საჯარო საუბრები ქუთაისსა და ბათუმში

თავისუფლების ლიტერატურა - ასე ჰქვია 15 და 17 სექტემბერს, ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილ საჯარო საუბრებს, რომელსაც მწერალი დათო ტურაშვილი და ადგილობრივი იურისტები წარუძღვებიან.

სრულად
img
30 ივლ 2024

საჯარო დისკუსია ახალციხეში: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა 30 ივლისს ახალციხეში მართავს საუბრებს თემაზე: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე. საჯარო დისკუსიას გაუძღვებიან მწერალი, დავით გორგილაძე და ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

სრულად
img
19 ივლ 2024

ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები. შეხვედრას წარუძღვებიან იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები - ირინე ქურდაძე, ნანა მჭედლიძე, პარამჯით ბერვალი და თამთა ზაალიშვილი.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები