Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
08 დეკ 2022

16 დღიანი კამპანია: #ერთადდავასრულოთფემიციდი

8 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება,  USAID სამართლის უზანაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიიის ფარგლებში გიწვევთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის საჯარო ლექციაზე - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ქალები.

საჯარო ლექციამდე, უნივერსიტეტის B კორპუსში გაიხსნება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ქალების მურალი, რომელიც შესრულებულია მუსია ქებურიას მიერ. 

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შექმნის დღიდან საქართველოს გასაბჭოებამდე (1879-1921 წლები) 2273 ქალი იყო გაწევრიანებული. საზოგადოების წევრი ქალები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ორგანიზაციების დაფუძნებას, მართვასა და ზოგადად, მათ საქმიანობაში.

Მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის ქართველი განმანათლებლების ძირითად ბირთვს ამ დიდ ნაციონალურ პროექტში, სწორედ ქალები წარმოადგენდნენ, ამ მოდელში განსაკუთრებული მოვლენა იყო ქართულენოვანი სკოლების დაარსება და  მთავარი საყრდენის - სკოლებისა და ბიბლიოთეკების - მამოძრავებელი ძალა, ძირითადად - ქალები იყვნენ. 

Მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში იქმნება ქალთა ლიგა, 1917-1918 წლებში გამოდის ყოველკვირეული გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“. 1918 წელს ქალები საქართველოში იღებენ საარჩევნო უფლებას და დამფუძნებელთა კრების წევრები ხდებიან.  Პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ, ტიფლისის მაზრის ერობის წევრი ყარაჯალიდან, ფარი-ხანუმ სუფიევა ხდება პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი მსოფლიოში. 

Საჯარო ლექციის შემდეგ, დისკუსიაზე მიმოვიხილავთ პოლიტიკური საზოგადოებისა და სახელმწიფოებრივი იდენტობის ფორმირების ამ უაღრესად საინტერესო პროცესში ქალების ჩართულობას.

სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.

დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 8 დეკემბრამდე მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/yj2wmrrp

სამუშაო ენა: ქართული

დრო და ადგილი: 18:00 საათი, ოთახი B201, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

img

უახლესი ღონისძიებები

გაიგე მეტი
img
15 - 17 სექ, 2024

თავისუფლების ლიტერატურა - საჯარო საუბრები ქუთაისსა და ბათუმში

თავისუფლების ლიტერატურა - ასე ჰქვია 15 და 17 სექტემბერს, ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილ საჯარო საუბრებს, რომელსაც მწერალი დათო ტურაშვილი და ადგილობრივი იურისტები წარუძღვებიან.

სრულად
img
30 ივლ 2024

საჯარო დისკუსია ახალციხეში: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა 30 ივლისს ახალციხეში მართავს საუბრებს თემაზე: თავისუფალ სიტყვებსა და სიტყვების თავისუფლებაზე. საჯარო დისკუსიას გაუძღვებიან მწერალი, დავით გორგილაძე და ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

სრულად
img
19 ივლ 2024

ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები. შეხვედრას წარუძღვებიან იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები - ირინე ქურდაძე, ნანა მჭედლიძე, პარამჯით ბერვალი და თამთა ზაალიშვილი.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები