Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
08 ივნ - 01 ნოე, 2023

ჟურნალისტთა კონკურსი - ისტორიები სასამართლო დარბაზიდან

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს რეგიონული ჟურნალისტებისთვის იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელო - ზემო სვანეთიდან და აჭარიდან.

კონკურსი წარმოადგენს პლატფორმას ჟურნალისტებისთვის და აძლევს მათ საშუალებას წარმოაჩინონ ადამიანის უფლებების და სამართლებრივი საკითხების გაშუქების დროს ანალიტიკური და ისტორიების საინტერესოდ გადმოცემის უნარი.

კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსი ღიაა ყველა ჟურნალისტისთვის იმერეთის, გურიის, სამეგრელო - ზემო სვანეთის და აჭარის სამაუწყებლო, ონლაინ და ბეჭდური მედიიდან.

საკონკურსო მოთხოვნები:

  1. წარდგენილი ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული ან ეთერში გასული 2023 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში;
  2. საკონკურსო პროდუქტი უნდა ეხებოდეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებს;
  3. კონკურსით დაინტერესებულ ჟურნალისტს, ერთზე მეტი ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვს.

საკონკურსო განაცხადების შეფასების პროცესი:

მედიის ექსპერტებისა და იურიდიული პროფესიის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი შეაფასებს საკონკურსო ნაშრომებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  1. ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობის უზრუნველყოფა ფაქტების და ციტატების გადამოწმებით, და ზუსტი იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით.
  2. სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის დემონსტრირება ყველა მხარისთვის არგუმენტების წარმოდგენის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭებით, საქმეში ჩართული ნებისმიერი მხარის მიმართ ფავორიტიზმისა და მიკერძოების თავიდან აცილების გზით.
  3. საქმეში მონაწილე პირების, მათ შორის დაზარალებულის, მოწმეების და ბრალდებულების კონფიდენციალურობის და  ღირსების  პატივისცემა.
  4. სამართალწარმოების  და უდანაშაულობის პრეზუმფციის პატივისცემის დაცვა, სასამართლო პროცესის ყველა ეტაპის, მათ შორის დაცვის მხარის არგუმენტებისა და ბრალდების მხარის  პოზიციის  დაბალანსებული გაშუქების უზრუნველყოფა.
  5. გასაგები და ლაკონური ენის გამოყენება.
  6. ანალიზის ან ამბის თხრობის დროს სტრუქტურირებული ნარატივის და ამბის გადმოცემის ქრონოლოგიური უზრნველყოფა, განსაკუთრებით სასამართლო პროცესის მოვლენების თანმიმდევრობის აღწერის დროს.
  7. საზოგადოების აღქმადობის გაზრდის მიზნით  საილუსტრაციო მაგალითების ან ვიზუალური მასალების ჩართვა.
  8. შესაბამისი შინაარსის და ძირითადი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაეხმარება აუდიტორიას გაითავისოს საქმის უფრო ფართო კონტექსტი.
  9. სიუჟეტის გავლენისა და საზოგადოებრივი ინტერესის  გაანალიზება, რომელსაც   შეუძლია გაათვითცნობიეროს, გააძლიეროს და შთააგონოს ინდივიდები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს  საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას  და გამოიწვევს  პოზიტიურ სოციალურ  ცვლილებებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის:

  1. უნდა შეავსოთ მოცემული ფორმა.
  2. არასრული განაცხადები არ განიხილება.

ქვემოთ მოცემულ კატეგორიებში გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ 500 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ვაუჩერებს:

  1. საუკეთესო სიუჟეტი ეთერში (ტელევიზია და რადიო) ან ონლაინ მედიაში;
  2. საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში;
  3. სასამართლო საქმის ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო.

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის ს გთხოვთ დაუკავშირდეთ:

  1. მერი მახარაშვილი – კომუნიკაციების მრჩეველი - mmakharashvili@ewmi.org
  2. ირინა ხახუტაიშვილი - სამართლის უზენაესობის რეგიონული ჰაბის იურისტი (ბათუმი) – ikhakhutaishvili@ewmi.org
  3. ანა შალამბერიძე - სამართლის უზენაესობის რეგიონული ჰაბის იურისტი (ქუთაისი) – ashalamberidze@ewmi.org

ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს მედია პროდუქტებს და სასამართლო პროცესის  გაშუქების საუკეთესო მაგალითებს!

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ ,2024 - 28 თებ, 2025

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები