USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, ახალციხის სამართლის უზენაესობის ჰაბის საშუალებით და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით, სამცხე-ჯავახეთის სტუდენტებისთვის აცხადებს საზაფხულო ბანაკში მონაწილეთა მიღებას.
სკოლა ამა წლის 29 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიღრმაონ ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ქალთა და ბავშვთა უფლებები. სტუდენტები მონაწილეობას მიიღონ საჯარო დისკუსიებში, ინტერაქტიულ თამაშებში და თანამედროვე უნარების განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივობებში.
საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული და სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობების, საჯარო მმართველობის, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ივლისი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: Info.rolp@ewmi.org
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: საზაფხულო ბანაკი
კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
საზაფხულო ბანაკის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ.
***
საზაფხულო ბანაკი იმართება, საინფორმაციო კამპანიის ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური.
ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტიანი და თანაბარი მისაწვდომობის გაძლიერება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მოქალაქეებს მეტი ცოდნა და ინფორმაცია ჰქონდეთ საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობებსა და საშუალებებზე.