Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 - 10 ივლ, 2024

საზაფხულო სკოლა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, ახალციხის სამართლის უზენაესობის ჰაბის საშუალებით და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით, სამცხე-ჯავახეთის სტუდენტებისთვის აცხადებს საზაფხულო ბანაკში მონაწილეთა მიღებას.

სკოლა ამა წლის  29 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიღრმაონ ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ქალთა და ბავშვთა უფლებები. სტუდენტები მონაწილეობას მიიღონ საჯარო დისკუსიებში, ინტერაქტიულ თამაშებში და თანამედროვე უნარების განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივობებში.

საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული და სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობების, საჯარო მმართველობის, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ივლისი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: Info.rolp@ewmi.org 

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: საზაფხულო ბანაკი

კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.  

საზაფხულო ბანაკის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ.

***

საზაფხულო ბანაკი იმართება,  საინფორმაციო კამპანიის ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური.

ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტიანი და თანაბარი  მისაწვდომობის გაძლიერება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მოქალაქეებს მეტი ცოდნა და ინფორმაცია  ჰქონდეთ საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობებსა და საშუალებებზე.   

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ ,2024 - 28 თებ, 2025

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები