Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 მაი - 02 ივნ, 2023

მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს საქმიანობას მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

ამ ინიციატივის მიზანია საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეების პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ საკუთარი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და მათთვის ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობების მიცემას, როგორც სპეციფიურ ასევე ზოგად საკითხებთან დაკავშირებით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს ქართველი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეების ვიზიტები ა.შ.შ.-ში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2023 წლის მარტსა და აპრილში, 10 ქართველი სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოსამართლით შემდგარი დელეგაცია ეწვია ა.შ.შ-ს. კერძოდ, სასწავლო ვიზიტი ჩატარდა აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, ქ. ნიუ-იორკში და სირაკუზში, ნიუ-იორკის შტატი. მანამდე, გასული წლის სექტემბერში, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ქართველ მოსამართლეთა კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრა აშშ-ში, კერძოდ, ქ. ვაშინგტონსა და იუჯინში, ორეგონის შტატი. დანარჩენი დაგეგმილი ვიზიტების განხორციელება გაგრძელდება 2026 წლის შემოდგომის ჩათვლით.

შესაბამისად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა  იწყებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოსამართლეებისგან განაცხადების მიღებას, მორიგ, 2023 წლის სექტემბერში დაგეგმილ მოსამართლეთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის (თემა - ბავშვთა უფლებები და მასთან დაკავშირებული საკითხები).

ვიზიტის პერიოდში მონაწილეები, ასევე, გაეცნობიან აშშ-ს სასამართლო პრაქტიკას საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულების პრაქტიკას.

განცხადების სრული ტექსტი და აპლიკაციის ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/xFpksYx19vRMTmTE7 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 2 ივნისი, პარასკევი, 23:59 საათი.

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ - 30 ნოე, 2024

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები