ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს საქმიანობას მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
ამ ინიციატივის მიზანია საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეების პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ საკუთარი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და მათთვის ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობების მიცემას, როგორც სპეციფიურ ასევე ზოგად საკითხებთან დაკავშირებით.
შესაბამისად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა იწყებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოსამართლეებისგან განაცხადების მიღებას, მორიგ, 2024 წლის აპრილში დაგეგმილ მოსამართლეთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის (თემა - შრომითი უფლებები და მასთან დაკავშირებული საკითხები). ვიზიტის პერიოდში მონაწილეები, ასევე, გაეცნობიან ა.შ.შ.-ს სასამართლო პრაქტიკას საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულების პრაქტიკას.
შესაბამისად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, მორიგ, 2024 წლის მაისში დაგეგმილ მოსამართლეთა გაცვლის გრძელვადიანი პროგრამისთვის იწყებს საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მოსამართლეებისა და მაგისტრატ მოსამართლეების, ასევე პირველი ინსტანციის იმ მოსამართლეების განაცხადების მიღებას, რომლებიც განიხილავენ სხვადასხვა სახის საქმეებს, მათ შორის სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს. მოსამართლე, რომელიც აირჩევა მივლინებისთვის, გაიგზავნება აშშ-ს სასამართლოში, დაახლოებით 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მივლინების დროს ქართველი მოსამართლე ამერიკელი მოსამართლეების სამუშაო პროცესს გაეცნობა და დააკვირდება, როგორ მოქმედებენ ამერიკელი მოსამართლეები სასამართლო დარბაზში და მის გარეთ. მივლინება მორგებული იქნება ქართველი მოსამართლის ინტერესებზე.
განცხადების სრული ტექსტი და აპლიკაციის ფორმა იხილეთ აქ.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 იანვარი, 23:59 საათი