Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
05 - 16 ივლ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა აბიტურიენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აბიტურიენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის აცხადებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეთა მიღებას.

ამ ინიციატივის მიზანია, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა დისკუსიებში ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიგონ მეტი წარმომადგენლობითი დემოკრატიის, არჩევნების, სამოქალაქო ჩართულობის, მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის და ევროინტეგრაციის შესახებ. ზემოაღნიშნული საკითხების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით აუცილებელია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, რადგან ამ პროცესში მნიშვნელოვანია ახალი ამომრჩევლების ინფორმირებული სამოქალაქო ჩართულობა.

სკოლის ფარგლებში ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფურ პრეზენტაციებში, დებატებსა და სხვა საინტერესო აქტივობებში.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების, დამამთავრებელი (XI და XII) კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს.

სკოლა ამა წლის 5 აგვისტო - 8 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: Info.rolp@ewmi.org

  1. სახელი/გვარი, თქვენი ასაკი და საკონტაქტო ნომერი;
  2. საგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა და კლასი)
  3. სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, თუ რატომ გსურთ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა (მაქსიმუმ 300 სიტყვა).

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: საზაფხულო სკოლა

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 ივლისი.

საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს  გადაეცემათ სერტიფიკატები (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

მონაწილეთა ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები სრულად უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ.

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ ,2024 - 28 თებ, 2025

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები