Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 - 25 სექ, 2023

ინოვაციური მართლმსაჯულების სკოლა

თსუ იურიდიული ფაკულტეტი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ინოვაციურ მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეთა შესარჩევად.

სკოლა გაიმართება კახეთში, სასტუმრო კაჭრეთი ამბასადორში 2023 წლის 13-15 ოქტომბერს, რომელსაც გაუძღვებიან სამართლის ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა (გარდა I და II სემესტრის სტუდენტებისა) და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური. მონაწილეს მოეთხოვება ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად 2023 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ:

  1. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (300-დან 500 სიტყვამდე);
  2. სათანადო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

მონაწილეების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:

  1. მიღება და განაცხადების გადარჩევა;
  2. გასაუბრება.

საკონკურსო განაცხადის მიღების პერიოდი: 17.09.2023 – 25.09.2023.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 25 სტუდენტი ინოვაციურ მართლმსაჯულების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები!

მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა გთხოვთ, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/7RsSiimFm5xm3KPu9

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: icl@tsu.ge

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ - 30 ნოე, 2024

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები