Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 - 26 მაი, 2023

მივლინება მოსამართლეებისთვის აშშ-ში გაცვლითი სასწავლო პროგრამის ფარგლებში

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობას.

ამ ინიციატივის მიზანია, საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეების პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ საკუთარი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და მათთვის ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობების მიცემას, როგორც სპეციფიურ ასევე ზოგად საკითხებთან დაკავშირებით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს ქართველი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეების ვიზიტები ა.შ.შ.- ში. აღნიშნული ვიზიტები დაიწყო 2022 წლის შემოდგომაზე და გაგრძელდება 2026 წლის შემოდგომის ჩათვლით.

ამჟამად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა  იწყებს ინგლისური ენის მაღალ დონეზე მცოდნე პირველი და მეორე ინსტანციის სამოქალაქო და ადმინისტრაციული (მათ შორის მაგისტრატი) მოსამართლეებისგან განაცხადების მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოებში დაგეგმილ ორკვირიან მივლინებაში მონაწილეობის მისაღებად. მივლინების პერიოდია 2023 წლის სექტემბერი. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება სამართლის უზენაესობის პროგრამის მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში, რაც ასევე მოიცავს ქართველ მოსამართლეთა განთავსებას ამერიკის შეერთებული შატატების სასამართლოებში.

განცხადების სრული ტექსტი და აპლიკაციის ფორმა იხილეთ ბმულზე:

https://forms.gle/uFpaaJ5bJesLqnoW9

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 26 მაისი. 23:59.(თბილისის დროით)

განაცხადის ფორმასთან დაკავშირებული კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

ანა გორდულაძეს agorduladze@ewmi.org, 557 39 89 29 ან მარიამ შიხამირაშვილს mshikhamirashvili@ewmi.org  598 122 524

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ - 30 ნოე, 2024

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები