ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას.
ამ საქმიანობის მიზანია საქართველოში იმ მოსამართლეების პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რომლებიც განიხილავენ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ თავიანთი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და მათთვის ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობების მიცემას, როგორც სპეციფიურ ასევე ზოგად საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს მოსამართლეებისთვის ამ შესაძლებლობების შემდგომი განვითარება მიიღწევა ამერიკელ მოსამართლეებთან, სასამართლოს მენეჯერებთან, სამართლის მკვლევარებთან და სხვა შესაბამის პროფესიონალებთან პირისპირ შეხვედრებისა და მუშაობის შედეგად.
აქტივობები მოიცავს საქართველოს მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტებს და გრძელვადიან მივლინებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ექნებათ ურთიერთობა ჰქონდეთ ამერიკელ მოსამართლეებთან, დააკვირდნენ სასამართლო პროცესებს, შეისწავლონ ა.შ.შ-ის სასამართლო საქმისწარმოების საუკეთესო პრაქტიკა და მიიღონ ცოდნა საქართველოს სასამართლო პრაქტიკისთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე. გარდა ზემოხსენებული აქტივობებისა, პროგრამა მხარს დაუჭერს ე.წ "ღია კარის" ღონიძიებებს, რაც გულისხმობს საქართველოს მოსამართლეების ინდივიდუალური მონაწილეობით ქვეყნის გარეთ დაგეგმილ ისეთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩართულობის მხარდაჭერას, რომელიც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული განვითარებისთვის და აღნიშნული ღონისძიება თავად მოსამართლეების მიერ იქნება მოძიებული და პროგრამისთვის წარდგენილი.
მოსამართლეთათვის „ღია კარის“ საგანმანათლებლო შესაძლებლობებში მონაწილეობის მხარდაჭერა საქარველოს ფარგლებს გარეთ როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სასწავლო ვიზიტებისა და მივლინებების გარდა, პროგრამა შესაძლებლობას მისცემს ინდივიდუალურ მოსამართლეებს მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის გარეთ დაგეგმილ სასწავლო ღონისძიებებში მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. მაგალითად, 2023 წელს პროგრამის მხარდაჭერით ერთ-ერთი მოსამართლე მონაწილეობდა სამკვირიან საზაფხულო სკოლაში სტენფორდის უნივერსიტეტში (კალიფორნია, ა.შ.შ), ხოლო მეორე მოსამართლე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ლეიდენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები).
პროგრამა გააგრძელებს მსგავსი შესაძლებლობების მხარდაჭერას 2024 წელსაც. მოსამართლეები, რომლებიც განიხილავენ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს შესაძლებლობა აქვთ შესაბამისი განაცხადით მიმართონ პროგრამას "ღია კარის" შესაძლებლობების ფარგლებში.
თუ მოსამართლეს შეუძლია საქართველოს ფარგლებს გარეთ შეარჩიოს სემინარი, ტრენინგი, კონფერენცია თუ საზაფხულო სკოლა, ან ისეთი საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის პროფესიულ განვითარებას, პროგრამა განიხილავს ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეები, რომლებიც განაცხადით მიმართავენ პროგრამას ფლობდნენ იმ უცხო ენას, რომლის ცოდნაც აუცილებელია კონკრეტულ ღონისძიებაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, ან იმ ენას, რომელზეც კონკრეტულ ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი. შესაბამისი ენის ფლობის ან თარგმნის უზრუნველყოფის შესახებ დასტური წარმოდგენილი უნდა იყოს წინასწარ.
თუ აქტივობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უნდა განხორციელდეს, რომელთანაც საქართველოს არ აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მოსამართლემ განაცხადი ღონისძიების (კონფერენცია, საზაფხულო სკოლა, ა.შ) დაწყებამდე, მინიმუმ, სამი თვით ადრე უნდა შემოიტანოს. თუ პროგრამის ჩატარების ადგილად განსაზღვრულია ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი არის დაწესებული, მოსამართლემ განაცხადი თვე-ნახევრით ადრე უნდა შემოიტანოს. აღნიშნული დათქმა უზრუნველყოფს, განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში პროგრამის დროულ რეაგირებას ორგანიზაციული და ფინანსური საკითხების გადასაჭრელად.
განცხადების ფორმა
"ღია კარის" ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტი ვალდებულია:
1) შეავსოს "ღია კარის" ღონისძიებების მხარდაჭერისთვის განკუთვნილი განაცხადის ფორმა. განაცხადი უნდა შეიცავდეს მტკიცე დასაბუთებას წარდგენილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანშეწონილობისა და მნიშვნელობის შესახებ, ასევე ღონისძიების თემის შესაბამისობას მოსამართლის ინტერესებთან და პრაქტიკასთან.
2) შევსებულ განცხადებასთან ერთად, აუცილებელია გამოაგზავნოს განახლებული რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.rolp@ewmi.org. წერილის სათაურის ველში მიუთითოს: "მოსამართლეთა გაცვლითი შესაძლებლობები - ღია კარი".
თუ განაცხადის ფორმა სრულად არ არის შევსებული, შემოტანილი განცხადება არ განიხილება.
თითოეული მოთხოვნა განცხადების წარდგენის შემდეგ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 სექტემბერი (შეზღუდვები ვადებზე იხილეთ ზემოთ).
შერჩევის პროცესი
თითოეულ განაცხადს პროგრამა შეაფასებს ინდივიდუალურად, კონკრეტულ ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობის მიზანშეწონილობისა და პრაქტიკულობის გათვალისწინებით, აგრეთვე მათ შესაძლებლობას სრულად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში და ისარგებლონ ღონისძიებაში მონაწილეობით.
განაცხადის განხილვისა და შეფასების პროცესში პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი აქტივობების მხარდაჭერას, სადაც გათვალისწინებულია თანადაფინანსება.
აღნიშნული გაცვლითი შესაძლებლობისთვის მოსამართლეები შეირჩევიან სამართლიანი და ობიექტური პროცესის შედეგად, რაც დაფუძნებული იქნება მონაწილეთა უნარზე, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, გამოიყენონ და სხვებს გაუზარონ კონკრეტულ ღონისძიებაში მიღებული ცოდნა საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
მოსამართლეებმა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ან USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის - კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში (PROLoG) ფარგლებში წარსულში მიიღეს მონაწილეობა გაცვლით შესაძლებლობებში, სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებშიც განიხილებიან აღნიშნულ გაცვლით შესაძლებლობაში მონაწილეობისთვის, თუმცა უპირატესობა შეიძლება მიენიჭოთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც არ ყოფილან წინა მოსამართლეთა გაცვლითი შესაძლებლობების მონაწილეები და სხვა მხრივ შეესაბამებიან დანარჩენ კრიტერიუმებს.
ერთი შესაძლებლობისთვის არ შერჩევა არ იმოქმედებს მოსამართლის შანსებზე მოგვიანებით შეირჩეს სხვა შესაძლებლობისთვის. მოსამართლეებმა პროგრამას უნდა მიმართონ მხოლოდ იმ გაცვლით შესაძლებლობებში მონაწილეობისთვის, სადაც მოსალოდნელი მოგზაურობის თარიღები შეესაბამება მათ განრიგს და შეუძლიათ დაასაბუთონ, რომ დაგეგმილი აქტივობები დაეხმარებათ თავიანთი პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში.
განაცხადის შევსების პროცესთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ანა გორდულაძეს შემდეგ ელ.მისამართზე: agorduladze@ewmi.org ან ტელეფონზე: 557398929
შენიშვნა: ამ ფორმით მოწოდებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მხოლოდ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სასამართლო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების მომზადებისა და განხორციელების მიზნით გამოიყენება.
შენიშვნა: თუკი დაინტერესებული ხართ აღნიშნული გაცვლითი პროგრამით, აუცილებლად უნდა შეავსოთ წინასწარი განაცხადის ფორმა, მაშინაც კი, თუ თქვენ წარადგინეთ განაცხადი სხვა გაცვლითი შესაძლებლობისთვის.