Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 - 18 ივნ, 2023

საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი

26 ივლისი-3 აგვისტო, 2023

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ თანადაფინანსებული პროგრამის პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” პროექტი: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მონაწილეობით იწვევს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის  შესარჩევ  კონკურსში მონაწილეობისათვის.

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  1. კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში;
  2. თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა: სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში;
  3. ინფორმაციის თავისუფლება კონსტიტუციური დემოკრატიის სიტემაში: სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. უცხოელი ლექტორების მონაწილეობით ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ლექციები ჩატარდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ქ. ბათუმში. საზაფხულო სკოლის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით და განთავსდებიან სასტუმროში.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან:

  1. ბილ ბოურინგი, ლონდონის უნივერსიტეტის ბირბეკის კოლეჯის (გაერთიანებული სამეფო) პროფესორი; ადამიანის უფლებათა სწავლების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; 
  2. ჯონათან მეინზი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის პროფესორი; მაკკარტურის სამართლის ცენტრის ადვოკატი;
  3. მაარტე დე ვისერი, სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  ასოცირებული პროფესორი;
  4. ქრისტინ ევანსი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის პროფესორი;
  5. თეიმურაზ ტუღუში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

სავალდებულო მოთხოვნები

დაინტერესებული კანდიდატი: 1. უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; 2. თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV (რეზიუმე) ფოტოსურათით (არა უმეტეს 3 გვერდისა), ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერტიფიკატი (TOEFL, IELTS) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არა უგვიანეს 18 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool2023@constcourt.ge

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ონლაინ ტესტირებას (ინგლისურ ენასა და სამართალში) და გასაუბრებას. ტესტირებისა და გასაუბრების ბმულს კანდიდატები მიიღებენ ელ. ფოსტაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. #16/18; სასამართლოს აპარატის შენობა; ტელ:  +995 (422 276164); ელ. ფოსტა: summerschool2023@constcourt.ge

 

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ ,2024 - 28 თებ, 2025

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები