Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
04 - 22 ოქტ, 2023

შესარჩევი კონკურსი სტუდენტი-პარალეგალებისთვის იმერეთის რეგიონიდან

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ქუთაისის სამართლის უზენაესობის ჰაბის მეშვეობით და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით აგრძელებს  პროექტის  „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა“ განხორციელებას. 

პროექტის მიზანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური და თანაბარი  ხელმისაწვდომობის გაძლიერება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მოქალაქეებს მეტი ცოდნა და ინფორმაცია  ჰქონდეთ საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობებზე.  

პროექტი შედგება რამდენიმე ნაწილისგან და მოიცავს შერჩეული სტუდენტების გადამზადებას დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე როგორიცაა (საკითხების ჩამონათვალი შესაძლოა გაფართოვდეს): 

  1. ბავშვთა უფლებები (მათ შორის მშობლებისგან განცალკევება: სახელმწიფო მზრუნველი/მეურვე) 
  2. ქალთა უფლებები
  3. ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
  4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ) უფლებები (სახელმწიფო სერვისები და მისი მიღების წესი)
  5. ადამიანის ძირითადი უფლებები 
  6. რბილი უნარები - პრეზენტაცია, ეფექტური კომუნიკაცია, საკუთარი თავის წარდგენა 

ტრენინგის დასრულების შემდეგ სტუდენტები გაეცნობიან მასალებს, მოამზადებენ თემატურ პრეზენტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ გასვლით შეხვედრებში, სადაც მოხდება იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ადვოკატების ხელმძღვანელობით იმერეთის რეგიონში  კონსულტაციების გაცემა საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მათთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე (ტრენინგის თემატიკის მიხედვით).  

პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ იმერეთის საჯარო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული და სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობების, საჯარო მმართველობის, სამართალმცოდნეობის, ფსიქოლოგიის საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს. მონაწილეობა ასევე შეუძლიათ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს.

ტრენინგები განხორციელდება ქუთაისში ოქტომბერი, 2023 - იანვარი, 2024 პერიოდში.

ტრენინგების დასრულების შემდეგ დაინტერესებული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ გასვლით ვიზიტებში და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. 

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში ქართულ ენაზე უნდა შეავსონ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/wJkEKSDunEYNBoDj7   

შევსებული აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის, 22 ოქტომბერი.

 არასრულად შევსებული აპლიკაცია არ განიხილება. შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

img

უახლესი განცხადებები

გაიგე მეტი
img
18 ოქტ - 30 ნოე, 2024

გრაფიკული მოთხრობების კონკურსი სამართლის უზენაესობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს გრაფიკული მოთხრობების კონკურსს სახელწოდებით: ამბავი სამართლის უზენაესობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. 

სრულად
img
16 ოქტ - 30 ნოე, 2024

ადამიანის უფლებები ობიექტივში - ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის

ფოტოგადაღებით დაინტერესებულ სტუდენტებს - აჭარის, იმერეთის, და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან - კონკურსი აძლევს შესაძლებლობას საზოგადოებას გაუზიარონ მათი აღქმა და ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ.

სრულად
img
19 სექ - 30 ნოე, 2024

კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები